საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი პოლიტოლოგი და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე გორდაძე საგარე უწყებაში ევროპულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.
"თორნიკე გორდაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთში არის ძალიან ცნობილი პოლიტოლოგი პარიზში და მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. იგი ფრანგულ მხარეს აძლევს კონსულტაციებს და მნიშვნელოვანია რომ იგი უხელმძღავნელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ მიმართულებას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება საგარეო პოლიტიკის. მის მანდატში იქნება ბრიუსელთან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა. უწყებათაშორისო კოორდინაცია", _ განაცხადა პრეზიდენტმა.