"თბილისის მერის კანდიდატურაზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ. ვიცე-პრემიერის თქმით, მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებაზე საუბარი ნაადრევია.
კანდიდატურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება მაისის ბოლოს და შესაბამისად, ყველა იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განიხილოს, თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.