წუხანდელი სეტყვის შედეგად, სიღნაღის რაიონში 40-მდე ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. ადგილობრივების განმარტებით, მოსავლის 80% უკვე განადგურებულია. ვენახების გარდა დაისეტყვა ალაზნის ველზე სიმინდისა და ხორბლის ყანები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელის ნოდარ კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სიღნაღში ზარალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს აჭარბებს.
ძლიერმა ქარმა სიღნაღში მუსიკალურ კოლეჯს სახურავი გადახადა, ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებზე დაზიანდა შენობები.
სტიქიის შედეგად სერიოზული პრობლემები შეექმნა წნორსაც. შპს ,,ბეგი და კომპანის" კუთვნილ შენობას, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ, ახდილი აქვს ჭერი. წნორში დაზიანებულია და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.