დღეს, 12:00 საათზე, კულტურის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა გამართავს სპეციალური ბრიფინგს.
ბრიფინგზე გაცხადდება, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს საერთაშორისო კონკურსს გორში, ცენტრალურ მოედანზე მდგარი საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ძეგლის ადგილას, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შესაქმნელად.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მემორიალი აღიმართება ყოველი დაღუპული ადამიანის, მათ შორის ამ მოედანზე მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტენ სტორიმანსის (
Stan Storimans) ხსოვნის უკვდავსაყოფად.
კულტურის სამინისტრო იმედს გამოთქვამ, რომ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ სკულპტორები მთელი თავისუფალი სამყაროდან, ისინი ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და დემოკრატია უზენაესს ღირებულებას წარმოადგენს