რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს, რომელშიც გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.
"რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ეს ხელსაყრელია რუსეთისთვის, ეს ხელსაყრელია აშშ-სთვის, ეს ხელსაყრელია ყველასთვის", - განაცხადა ბარაკ ობამამ აშშ-ს სავაჭრო პალატაში სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც აშშ-სა და რუსეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავის მხრივ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას მომდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ვარაუდობს.
ორი ქვეყნის ლიდერმა მოლაპარაკებების შედეგად რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.