მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს მიუკერძოებლად და გონივრულ ვადაში - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ თორდია-ფარცხალაძის საქმის გამოძიების კომენტირებისას.
„რა თქმა უნდა, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე დირექტივას და დავალებას ვერ მივცემთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტური, მიუკერძოებელ და რაც შეიძლება გონივრული ვადების დაცვით. ეს პრინციპულია იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს სწორი პოზიცია და რეაგირებაც. გამოძიების ყოველმხრივი ჩატარება მოკლე ვადებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალური სურათი გაირკვეს და რეალური ვითარება იყოს გადმოცემული ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შსს-მ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.