გორში გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. დემონტაჟი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. უსაფრთხოების მიზნით პოლიციამ მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტა.
მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ძეგლს სტალინის სახელობის მუზეუმში გადაიტანენ, ხოლო მის ადგილზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველების მემორიალი აღიმართება.
საბჭოთა კავშირის ლიდერს 6 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება გორის ცენტრში მის სიცოცხლეშივე 1952 წელს დაიდგა. ის გრანიტის 9 მეტრიან კვარცხლბეკზე იყო აღმართული.