დღეს, 25 ივნისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში'' საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება საღამო "პარიზული პრემიერა თბილისში''.
საღამო ეძღვნება მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის "ჯიმ შუანთეს'' 80 წლის იუბილეს. გაიმართება ფილმის რესტავრირებული ვერსიის პრემიერა.
ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი ორკესტრი (ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკა მემანიშვილი) შეასრულებს ეპიზოდებს ქართული კინომუსიკიდან: ბიძინა კვერნაძე, ალექსანდრე მაჭავარიანი, სულხან ცინცაძე, რეზო ლაღიძე, გია ყანჩელი.
კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლი "ლაშარი'' - სოლისტი გიორგი უშიკიშვილი, მუსიკოსი კონსტანტინე ვარდელი და მომღერალი ნატო მეტონიძე.