დღეს, 25 ივნისს, სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში ნახატების კონკურსის - "ჩვენ ვსწავლობთ ერთად" მონაწილე მოხალისე სტუდენტებს დააჯილდოებენ.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, კონკურსი პროექტის - "ინკლუზიური განათლების განვითარება 9 რეგიონის საჯარო სკოლებში" - ფარგლებში ჩატარდა. სამხატვრო აკადემიის მოხალისე სტუდენტები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ხატვის შესწავლაში დაეხმარნენ.
სტუდენტებს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე დააჯილდოებს.