სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრი" სილამაზის კონკურსს - "მის საქართველო 2010" ატარებს. ღონისძიების ორგანიზატორები 25 ივნისს კონკურსის პირობების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც კომპანია ~იმიჯ-ცენტრში~ აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვთ 17-იდან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია კომპანია "იმიჯ ცენტრის" ოფისში (ნ. ნიკოლაძის #6-ში). შესარჩევი ტურები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
16 ივლისსს ჩატარდება ფინალური კასტინგი. შეირჩევა 20 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ "მის საქართველო 2010"-ს ტიტულისთვის ბრძოლას.
კონკურსანტების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ფინალური შოუ და გალაკონცერტი 1-ელ აგვისტოს ბათუმში გაიმართება. წარმომადგენლობითი ჟიური გამოავლენს ~მის საქართველო 2010"-ს და ნომინაციებში გამარჯვებულებს.
"მის საქართველო 2010"-ს კომპანია ~უზავტოსგან~ გადაეცემა მთავარი პრიზი, ავტომობილი "DAEჭOO MAთIძ". ნომინაციებში გამარჯვებულები აგრეთვე დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებით.
"მის საქართველო 2010"-ის ტიტულის მფლობელი გაემგზავრება "მის მსოფლიო 2010"-ზე, I ვიცე-მისი - "მის სამყარო 2011"-ზე, ხოლო II ვიცე-მისი - "მის ინტერკონტინენტალ 2010"-ზე.
~იმიჯ ცენტრი~ 2003 წლიდან მის საქართველოს ორგანიზატორი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული სილამაზის კონკურსების "მის მსოფლიოს", "მის სამყაროს", "მის ინტერკონტინენტალის" ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია საქართველოში.