ხვალ, 25 ივნისს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება, რის შემდეგაც პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიების ფორმატით გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 ივნისს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ბაქრაძის განმატრებით, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ივნისის მესამე პარასკევს უნდა დახუროს, თუმცა მიმდინარე კვირა სასესიო კვირა არ არის, ამიტომ 25 მაისს, პარასკევს ბიუროს რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული და საქართველოს ჰიმნით სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.
ბაქრაძის განაცხადებით, ეს სავალდებულო პროცეუდრაა, თუმცა პარლამენტი მუშაობას თვე-ნახევრის განმავლობაში გააგრძელებს და მუშაობისთვის რიგგარეშე მოწვევის სესიებს გამოიყენებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას საგანეგებო დავალებას აძლევს, რომ მთავრობის ინიციატივები პარლამენტში დროულად იქნას წარმოდგენილი, რათა მათი განხილვა დროულად მოესწროს.