29 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის დეტალურ განხილვას აპირებს. ამის შესახებ განცხადება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა კოდექსის ცალკეულ მუხლს დეტალურად გაივლის და ამის შემდეგ მიიღებს ერთიან და ჩამოყალიბებულ პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი მთავრობამ ბიზნესმენებს 3 ივნისს წარუდგინა. პარლამენტში მისი განხილვა 23 ივნისს დაიწყო. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დეპუტატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი მიმართულებები გააცნო.