შემოქმდებითი გაერთიანება "ოქროს ვერძი~ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პატრონაჟით, ახორციელებს პროექტს "ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები ინტერნეტში~. პროექტი ეძღვნება ამ იდეის ქომაგის, ეროვნული მოძრაობისა და ქართული პარლამენტარიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ვანო ხუხუნეიშვილის ხსოვნას.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ინტერნეტიზაცია კერძო წამოწყებაა და ამიტომ მისი განხორციელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის დამფასებელთა პირად წვლილს.
"პროექტის მხარდამჭერთა და პარტნიორთა შორის არიანთ "თი-ბი-სი ბანკი~, "ჯეოსელი~, "ტოიოტა კავკასია~, სააქციო საზოგადოება "ელექტროვაგონშემკეთებელი~ და მისი მფლობელი, ბადრი წილოსანი, "ნიკორა~. მადლობას ვუხდით გურიის რეგიონის, ნინოწმიდის, თელავისა და ყვარელის რაიონების მესვეურებს. ამ ორგანიზაციებისა და პიროვნებების დახმარების გარეშე გაგვიჭირდებოდა მუშაობა", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
პროექტის ფარგლებში ინფორმაცია ძეგლების შესახებ (ენციკლოპედიური რემარკები) ინტერნეტში განთავსდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ძეგლები რანჟირებული იქნება რაიონების (ისტორიული მხარეების), საუკუნეებისა და ტიპების მიხედვით. პირველ ეტაპზე, ნავარაუდევია 5 000 ძეგლის ფიქსაცია და ვებგვერდზე განთავსება, რეგიონული პრინციპით, ფოტოალბომების გამოცემა და გამოფენების მოწყობა.
"თიბისი ბანკმა~ და "ოქროს ვერძმა" "თიბისი გალერეაში უმასპინძლეს პირველ საანგარიშო აქციას, რომელიც ინტერნეტში გურიის რეგიონის ძეგლების განთავსებას უკავშირდება. ეს იყო საზოგადოებისთვის პროექტის გაცნობის პირველი საჯარო ცდა. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია საიტზე, რომლის მისამართია: წწწ.გეოაჰ.გე.