ხვალ, 25 ივნისს, 13:00 საათზე, მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის დარბაზში (ვერის პარკი) გაიმართება "ეროვნული ფორუმის" პარტიული კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები - "მმართველობის სისტემის რეფორმა" და "სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები". კონფერენციაზე გაცხადდება "ეროვნული ფორუმის" გეგმები.
კონფერენციას გახსნის პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა. სიტყვით გამოვა ეროვნული ფორუმის იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე; "მმართველობის სისტემის რეფორმას" წარმოადგენს "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი; "სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს" წარმოადგენს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ჯავახიშვილი; ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის - "ახალგაზრდული ფორუმის" თავმჯდომარე შალვა კიკნაველიძე;
შემაჯამებელი სიტყვით გამოვა "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა, რომელიც პარტიის წევრებს გააცნობს "ეროვნული ფორუმის" სამოქმედო გეგმას;