არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო არმანდო მარადონა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება მარადონამ არგენტინული გაზეთ CLARIN-ის ჟურნალისტთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, მან ფავორიტებიდან ესპანეთი შვვეიცარისთან მარცხის გამო ჩამოწერა.
"ესპანელებს მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად არ მივიჩნევ. ჩავიმ, ინიესტამ და სხვებმა წააგეს შვეიცარიელებთან. იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარიელების კარი სხვა ადგილას იქნებოდა, ესპანელები 10:1-ს მოიგებდნენ. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობენ ბურთს, მაგრამ სახიფათოთ იშვიათად უტევენ", - განაცხადა მარადონამ.