უიმბლდონის კორტებზე ისტორიული მატჩი გაიმართა. ლონდონში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ამერიკელი ჯონ ისნერისა და ფრანგი ნიკოლა მაიუს შეხვედრა 10 საათს გაგრძელდა.
გადამწყვეტ მეხუთე სეტში ანგარიში 59:59 იყო, როდესაც შეხვედრა სიბნელის გამო შეწყდა. უიმბლდონის წესების თანახმად, მეხუთე სეტში ტაიბრეიკი არ თამაშდება და ჩოგბურთელები უიმბლდონის კორტებზე დღეს კიდევ ერთხელ გავლენ.
ტურნირის ფავორიტი სპორტსმენები კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. როჯერ ფედერერმა მეორე წრეში რთული შეხვედრა ჩაატარა და ფედერემა ფრანგი ილია ბოზოლიაცი 5 სეტში დაამარცხა. შვეიცარიელმა |ჩოგბურთელმა გამარჯვება 2 საათსა და 46 წუთში მოიპოვა.
ქალთა შორის იოლი გამარჯვება მოიპოვა ვენუს ვილიამსმა, რომელიც რუს ეკატერინა მაკაროვას დაუპირისპირდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მოწინააღმდეგეს ოს სეტში, (6:4,6:0) სძლია. მომდევნო წრეში ვენუს ვილიამსი ალისა კლებიანოვას შეხვდება.