დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო კვიპროსის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ათენში) იოზიფ იოზიფი.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.