დღეს, თბილისის საკრებულოს წინ, "ქრისტიან-დემოკრატებმა" საკრებულოში შექმნილი ფრაქციის წევრები და სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს. "ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქციას ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს, მდივნის პოსტს კი ზაზა გაბუნია დაიკავებს. დღევანდელ პრეზენტაზიაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" ცხელი ხაზის ნომერიც დაასახელეს, სადაც მოსახლობას საკუთარი პრობლემების შესახებ საუბარი შეეძლება.
გრიგოილიას განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" მათ 1-ელ პრესკონფერენციას ქუჩაში სიმბოლურად მართავენ:
"ჩვენ სპეციალურად გადავწყვიტეთ, რომ 1-ელი პრესკონფერენცია ქუჩაში გაგვემართა, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას, რასაც წავაწყდით იყო ის, რომ ეს სტრუქტურა - არჩევით სტრუქტურა, რომელიც ვალდებული იყო, რომ ხალხის სამსახურში ყოფილიყო, იყო ყველაზე ჩაკეტილი სტრუქტურა", - განაცხადა გრიგოლიამ.