"ლეიბორისტული პარტია" ითხოვს ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსითაც ისჯებოდეს. ამის შესახებ პარტიის გენერალურამ მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, კოდექსში ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს. "ლეიბორისტების" აზრით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა თავდაპირველად ფულადი ჯარიმით უნდა ისჯებოდეს, შემდეგ კი მასზედ სისხლის სამართლის საქმეც უნდა აღიძრას. აღნიშნული მოთხოვნის რეალიზებას "ლეიბორისტები" პარლამენტს დაჩქარებული წესით თხოვენ. მათ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს წერილობითაც მიმართეს.
"საქართველოს პრლმაენტმა დაარეგისტრირა და შესაბამის კომიტეტებს გადასცა "ლეიბორისტული" პარტიის მიერ შეტანილი კანონ-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის რელიგიურ უფლებების შეურაცხყოფისათვის შესაბამისი ჯარიმების და შესბამისი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის განხორციელებას", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.