სახელმწიფომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში 15 ხულოელ და 1 ადგილობრივ ოჯახს საცხოვრებელი სახლები შეუძინა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, აჭარის ა.რ მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ანზორ ბოლქვაძის ძალისხმევით ეკომიგრანტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახლების პროცესი წელსაც გაგრძელდა.
2008 წლიდან აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან გორელოვკაში უკვე 50 კომლი დასახლდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც სახელმწიფომ კვლავ დაიწყო ეკომიგრანტების სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში განსახლების პროცესი.
გორელოვკას ახალი მკვიდრნი მალე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსაც მიიღებენ. ზაფხულის ბოლომდე იქ საცხოვრებელი სახლები კიდევ 15-20 ოჯახს გადაეცემა.