საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ბიზნესმენებთან შეხვედრისას დღეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებით ამაყობდა. როგორც გილაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განმარტა კრიზისის გამო საქართველომ მძიმე ვითარება გამოიარა, თუმცა 2010 წელი ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდით დასრულდება.
"გასული წელი არ იყო მარტივი. თუმცა საქართველომ მოახერხა და წელი მინუს 3 პროცენტიანი ეკონომიკიური ზრდით დაასრულა, რაც ჩევნი რეგიონისატვის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ჩვენი გათვლებიY 2010 წელი 5 პროცენტიანი ზრდით დასრულდება, თუმცა სფიჩის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით საქართველომ შესაძლოა 2010 წელი 6 პროცენტიანი ზრდით დაასრულოს. თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც 2010 წელსაც ეკონომიკის მინუს პროცენტიან ზრდას ელოდებიან", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცახდებით, საქართველოს ეკონომიკური ფილოსოფია მდგომარეობს იმაში რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, რისთვისაც 50 ათას დოლარამდე ინვესტიციაა საჭირო.
"იმისათვის რომ ბიზნესი ჩვენთან შემოვიდეს, ვცდილობთ მას მაქსიმნალური კომფორტი შევუქმნათ. ჩვენთან ყველა რეგულაციას ვუყურებთ კერძო ბიზნესის თვალით. 6 წლის წინ ბიზნესს 21 გადასახადის გადახდა უწევდა, ახლა კი ეს გადასახადები ექვსამდეა დასული. საქართველოში ჩვენ გვაქვს ყველაზე ლიბერალური დასაქმების კოდექსი და ჩვენთან ყველაზე მარტივია ახალი კომპანიების დარეგისტრირება", - განაცხადა გილაურმა.
ავსტრია საქართველოს ბიზნესფორუმში 70 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც 40 ავსტრიული ბიზნეს გარემო იყო. ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული იყვნენ როგორც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ასევე სამშენებლო სფეროში დასაქმებული კომპანიის წარმომადგენელბი, რომლებიც დღის ბოლომდე ქართველ ბიზნესმენებთან გამარტავენ შეხვედრებს და შეხვდებიან ასევე საქართველოს პრეზიდენტსაც.