უახლოეს პერიოდში საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე და თავისუფალი ვჭრობის გაღრმავებაზე დაიწყებს მუშაობას, _ ეს განცახდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ავსტრიელ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც საქართველოს სს მინისტმა განმარტა, საქართველოს ევროპის კავშირთან ურთიერთობისას დიდი უპირატესობები აქვს.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას. აგვისტოში იგეგმება რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმება. იმავდროულად უკვე მზად გვაქვს ხელშეკრულება ერთიანი საავიაციო სივრცის შექმნაზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელების დაცვაზე. ევროპის კავშირმა უკვე მიიღო მანდატი და ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე ვიწყებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ვაშაძემ.
ბიზნესფორუმზე ვაშაძემ მიმოიხილა, როგორც პოლიტიკური ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ავსტრიასთან საქართველოს თანამშრომლობას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
"იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და ავსტრიის თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. 30 მაისს საქართველოში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. საქართველოში ყველა ძალა შეთანხმებულია იმაზე, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დამყარებულია დემოკრატიულ პრინციპებზე. საქართველოს უნდა ჰქონდეს მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკა, რომლის მთავარი პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაკარგული ტერიტორიის დეოკუპაცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავაინტერესოთ დასავლელი ინვესტორები და ქვეყანაში გაგრძელდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები", - განაცხადა ვაშაძემ.