დღეს, საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგგერი ეწვია. საგარეო სამქეთა სამინისტროში გრიგოლ ვაშაძესთან შეხვერდის შემდეგ საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვერდაზე საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის სხვადსხვა ეკონომიკურ პროექტებსა და საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
"ავსტრიის საგარეო სამქეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა მოწმობს იმას, რომ ევროპის საბჭო დაინტერესებულია ამ რეგიონით და კონკრეტულად საქართველოთი. ძალიან საინტერესო საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე უკვე მოვილაპარაკეთ კიდეც. აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, სხვადსხვა ეკონომიკურ პროექტებზე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სხვა გამოწვევებზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ცნობილია, შპინდელეგგერი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილსაც შეხვდება.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისის ავსტრიელი ბიზნესმენების საკმაო წარმომადგენლობითი დელეგაციაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართულ-ავსტრიული ბიზნესფორუმი.