მინსკმა სრულად გადაიხადა ბუნებრივი აირის საფასური და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაზის მიწოდების სრულად აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სატელეფონო საუბარში გაზპრომის ხელმძღვანმელმა ალექსეი მილერმა განუცხადა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ.
"მილერმა სატელეფონო საუბარში პრეზიდენტს მაიწოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბელორუსის მხარემ სრულად გადაიხადა კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდების ღირებულება და გაზპრომმა მიიღო გადაწყვეტილება ბელორუსს გაზის მიწოდება სრული მოცულობით აღუდგეს", - განაცხადა ტიმაკოვამ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად როლები ფაქტობრივად შეიცვალა და მინსკი მოსკოვისგან მოითხოვს მის მიმართ არსებული დავალიანების გადახდას, რომელიც წარმოქმნილია რუსეთის გაზის დასავლეთისთვის მიწოდების ტრანზიტით.