რაგბის კავშირისათვს სათამაშო და სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად მიწის ნაკვეთი გადაეცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კავშირს უსასყიდლო აღნაგობის ფორმით მიწის ნაკვეთი 5 წლის ვადით გადაეცა.
პირობების თანახმად, რაგბის კავშირი ვალდებულია 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სათამაშო მოედნები შესაბამისი ინფრასტრუქტურით ტრიბუნებით, გასახდელებით, საშხაპეებით, სამედიცინო მომსახურების ცენტრით მოაწყოს და პროფილი შეინარჩუნოს.