საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონის გამოცხადების თხოვნით კომისიას შპს „ალანიამ" მიმართა, რომელსაც სატელევიზიო ანძიდან საკაბელო ქსელის ოპერატორების სათაო სადგურებამდე დასაკავშირებლად რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების მიღება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, 12 ივლისამდე იწარმოებს. აუქციონი კი, 2010 წლის 6 აგვისტოს გაიმართება. რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 9 590,40 ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი 480 ლარი იქნება