საპატრიარქო რომელიმე ქართველი სასულიერო პირის საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლისა და იქ მის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის ინფორმაციას არ ფლობს, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპტარიარქოში განუცხადეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი სასულიერო პირი, რომელიც მათივე ინფორმაციით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება იქ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
მათივე ინფორმაციით, ქართველი ღვთისმსახური ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ორი დღეა იმყოფება.
"სააგენტოსათვის ასევე გახდა ცნობილი, რომ სასულიერო პირის მეუღლე და ოთხი შვილი ქართველ სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. საგენტოს ინფორმაციის სასულიერი პირი საქართველოშია ხელდასხმული. მედიის წარმომადგენლებმა ჯერ ჯერობით მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.