თბილისში, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ავჭალა დატბორა. მნიშვნელოვნად დაზიანდა შუშის ქუჩა, სადაც წყალი კერძო სახლებსა და ნაკვეთებზე შევარდა. ნაკვეთები დაიტბორა ანდრონიკაშვილის ქუჩაზეც.
ავჭალაში დაზიანებულია სახლების საძირკველები, მოგლეჯილია ხეები.
მოსახლეობა მთავრობას დროებითი საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას თხოვს.
ავჭალის რაიონში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გუშინ, ღამის განმავლობაშიც მუშაობდნენ.