გადაუღებელი ძლიერი წვიმების შედეგად გურჯაანის თელავის და სიღნაღის რაიონები დაზარალდნენ.
გურჯაანის რაიონის ორ სოფელში: ახალშენსა და ველისციხეში წყალმა საცხოვრებელი სახლები და ნათესები დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი. ძლიერ წვიმას თან ქარიშხალიც დაერთო. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები. შედეგად გუურჯანიის რაიონს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მწყობრიდან გამოვიდა სასმელი წყლის სათავეები, რის გამოც სოფლები ნანიანი და ბაკურციხე უწყლოდაა დარჩენილი.
უამინდობის გამო გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა თელავი - გურჯაანის მაგისტრალის ახალშენის მონაკვეთზე.
წვიმების შედეგად, კახეთში, 300-ზე მეტი ოჯახი დაზარალადა. გურჯაანის რაიონში მაშველები ამჟამადაც მუშაობდნენ.