დღეს, 24 ივნისს, საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგგერი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას 10:00 საათზე შეხვდება, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შპინდელეგგერი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურსა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილს შეხვდება.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თბილისის ავსტრიელი ბიზნესმენების საკმაო წარმომადგენლობითი დელეგაციაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართულ-ავსტრიული ბიზნესფორუმი.