დღეს, 24 მაისს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შეხვედრა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი ირანისთვის დაწესებულ სანქციებზე და შვილად აყვანის შესახებ მოსამზადებელ ხელშეკრულებაზე იმსჯელებენ.
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარ საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იქნება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სამდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 ივნისს გაემგზავრა. მედევედევი კალიფორნიაში საქმიანი და აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და კალიფორნიის გუბერნატორს არნოლდ შვარცნეგერს შეხვდა.
ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედვედევი კანადაში გაემგზავრება, სადაც "დიდი რვიანის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას.