დღეს 24 ივნისს, ანტიკრიზისული საბჭო მუშაობას განაახლებს. საბჭოს სხდომაზე იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობაზე ინფორმაციას საბჭოს წევრებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა მიაწვდის, ცხინვალის რეგიონიდან დევნილებზე კი მოხსენებას საბჭოს ხელმძღვანელი გია თორთლაძე, საბჭოს ექსპერტების დასკვნაზე დაყრდნობით გააკეთებს.
ანტიკრიზისულმა საბჭომ სხდომა ბოლოს 15 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად გამართა.