თბილისის მერია სარეზერვო ფონდიდიან სოფელ გლდანში ხიდის ჩანგრევის მიზეზების დასადგენად და რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას სასწრაფოდ გამოყოფს. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გლადანის და მამკოდის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 4 წლის ზურაბ ვატიტაძე და 53 წლის მამუკა საგანელიძე დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.