სოფელ გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებული 4 წლის ზურაბ ვატატაძე ჟვანისა სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კლინიკაში განუცხადეს, მცირეწლოვან ბავშვს მარჯვენა ბარძაყის, ნიკაპის და მუცლის ღრუს ტრამვა აღენიშნება.
ამ წუთებში 4 წლის ზურაბ ვატატაძეს გამოკვლევები უტარდება. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირია დაშავებული, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ექიმებმა განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გლდანის და მამკოდას დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევის დროს ხევში ავტომანქანა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადგილზე დაიღუპა.