ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბჭოთა ძალების შემქმნელმა, საბჭოთა კავშირის გმირმა მარშალმა პაველ ბატიცკიმ, 1953 წელს პირადად მოიყვანა სისრულეში ლავრენტი ბერიასთვის გამოტანილი განაჩენი. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ვადიმ ვოლკოვიცკიმ ბატიცკის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა.
"ბატიცკის ტყუილად როდი უწოდებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების საუკეთესო სარდალს ამ სახის ძალების მთელი არსებობის ისტორიაში. მაგრამ ამას გარდა, იგი კიდევ ცნობილია ერთი საქმის გამოც _ 1953 წელს ბატიციმ პირადად მოიყვანა სისრულეში ბერიასთვის გამოტანილი განაჩენი", _ განაცხადა ვოლკოვიცკიმ.
მისი თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირს გაუჩნდა და შემდგომში განვითარდა საზენიტო-სარაკეტო, მოგვიანებით კი სამხედრო-კოსმოსური თავდაცვა.
პაველ ბატიცკი 1984 წელს გარდაიცვალა და იგი ნოვოდევიციეს სასაფლაოზეა დაკრძალული.