ხვალ, 24 ივნისს, თსუ-ში ევროკავშირის სამართალსა და პოლიტიკაზე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, კონფერენციას თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა გახსნის.
ღონისძიებაზე ორი ახალი პროექტის პრეზენტაციაც გაიმართება. ესენია: "იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროკავშირის სამართალში" და "კავკასიური ტრანსფორმაცია ევროპული ფორმულა".
კონფერენციის დასასრულს ევროკავშირის სამართალსა და პოლიტიკის თემაზე შესრულებული ნაშრომების ავტორებს სიგელებით დააჯილდოებენ. 30 ნამუშევრიდან ორი საუკეთესო თემის ავტორს სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ.
კონფერენციაში ინიციატივა "გარდავქმნათ კავკასია", "სტუდენტები ადამიანის უფლებებისათვის", "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს", ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და იურიდიული ფირმა BLC-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.