გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ფრესკა მეცნიერულ შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს.
"ძეგლების აღრიცხვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით ვიმყოფებოდი სოფელ ახაშენში მდებარე სვეტიხცხოვლის სახელობის ეკლესიაში, სადაც აღმოჩენილ იქნა ღვთისმშობლის ფრესკა", - განაცხადა მარკოზაშვილმა.