პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. ახალი პარტიის შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შეხვედრა, ექსპერტთა კლუბის ინიციატივით ხორციელდება.
შეხვედრის დატოვების შემდეგ, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ უსუფაშვილი ცდილობს ახალი სტილი შემოიტანოს და დაამკვიდროს მოთხოვნა საზოგადოებაში, რომ გამოცდილება და კვალიფიკაცია იყოს პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების საწინდარი.
"ინტერესი მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ უსუფაშვილის გამოცდილება, რაციონალიზმი და გაწონასწორებულობა რეალურად სჭირდება ქართულ პოლიტიკას, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად არის ამის მოთხოვნა საზოგადოებაში"- აღნიშნა ლაგაზიძემ და დასძინა, რომ მათ წინ საკმაოდ რთული და გრძელი გზა ელით, გამომდინარე იმ პოლიტიკური ტრადიციებიდან, რომელიც დღემდე იყო დამკვიდრებულო საქართველოში.
რაც შეეხება საკუთარ მიზნებს, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ის სრულიად კმაყოფილია იმ სტატუსით, რაც ამ ეტაპზე აქვს.