დღეს, საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუქარესტში) ფაჰად ხალიფა ალმეთაირიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს შორის, რომელზეც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მდგომარეობა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.