"ეროვნული ფორუმი" არც ერთ ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებს. ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახაბერ შარტავამ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განცხადა.
"ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ჩამოყალიბდა თავდა ოპოზიცია. ჩვენი მთავარი სამუშაო ოპოზიციის, ჩვენი სისუსტის დაძლევაა. ჩვენი თავის შეცნობა ისე, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი გახდეს. ამ პროცესის ორგანიზება ყოველგვარი რაღაცა საიდუმლო მოლაპარაკების, სადღაც სიარულის გარეშეც შეიძლება", - აღნიშნა შარტავამ.