კოვზიაშვილების ოჯახი, მუხიანის სამხედრო ბაზის დასახლებიდან გამოსახლების გამო რუსეთში თავშესაფარს ითხოვს.
აღნიშნული თხოვნით კოვზიაშვილებმა დღეს შვეიცარიის საელჩოს მიმართეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის შორის შუამავლის როლს ასრულებს.
როგორც კოვზიაშვილის ოჯახის წევრები განმარტავენ ოჯახის უფროსი სამხედრო ვეტერანია და თავდაცვის სამინისტროს მათი გასახლების უფლება არ აქვს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფართის შესახებ დავა სამინისტროსა და კოვზიაშვილებს შორის უკვე 7 წელია გრძელდება.
კოვზიაშვილების ოჯახს თანადგომა დღეს "ხალხის პარტიამაც" გამოუცხადა.