"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას გორში მცირე და საშუალო ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა იოსებ ბორცვაძემ განაცხადა, საგადასახადო სამსახურმა ოქტომბერში თითქმის ყველა ბიზნესის სფერო 5000-დან 50 000 ლარამდე დააჯარიმეს.
"ომის შემდეგ გორში ყველა ბიზნესს გაუჭირდა, ამას შემდეგ დაერთო ეკონომიკური კრიზისი და ვინც შეძლო ბიზნესის გადარჩენა, ბოლო ერთ კვირაში ხელისუფლებამ დაასამარა. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობდეს მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებას, პირიქით, სიცოცხლისუნარიანობას უზღუდავს. აშშ-ის განვითარების სააგანეტო და მრავალი ფონდი დიდი ოდენობით ფულს ხარჯავენ, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, ხელისუფლება კი უგუნური ფისკალური პოლიტიკით ზიანს აყენებს ეკონომიკას. მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო ფონდს, შეწყვიტონ ყველა ბიზნესის სფეროს დაფინანსება, სანამ ხელისუფლება არ გახდება საკუთრების უფლებების და ბიზნესის დაცვის გარანტი. ასევე მოვუწოდებთ დაზარალებულ ბიზნესმენებს, მოვიდნენ ალიანსის ოფისში და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის და საერთო მატერიალური კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ბორცვაძემ.