მინისტრები მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც მათ აღნიშნეს, მათთვის უცნობია რომელი მინისტრების შეცვლა იგეგმება და იგეგმება თუ არა საკარდო ცვლილებები საერთოდ.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასა და მის ეკონომიკის სამინისტროსთან მიერთებას, აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე არ ადასტურებს. მისი თქმით, ასეთი ინიციატივა არც ერთი ჭკვიან ადამიანისგან არ მოუსმენია.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით მთავრობაში საკადრო ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება.