პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს განათლების სფეროში დაგეგმილი ახალი ინიციატივა გააცნო. როგორც გილაურმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ლაპარაკია ახალი სასწავლო კომპიუტერული პროგრამის შექმნაზე.
"ჩვენ გვინდა შევქმნათ პროგრამა, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწალეებს კომპიუტერის შესწავლას გაუადვილებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ ტენდერს და მოვუწოდებთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუმუშავე კომპანიებს და სპეციალისტებს, რომ ტენდერში მონაწილეობა მიიღონ", - განაცახდა გილაურმა.
როგორც განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განმარტა, ეს იქნება სასწავლო პროგრამები, რომლებიც საშალებას მისცემს ბავშვებს კომპიუტერის საშუალებით შეისწავლონ ქართული, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და სხვა საგნები.
"აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია 1-დან 12 კლასის ჩათვლით ყველა კლასის მოსწავლისთვის. პროგრამაზე მუშაობას აგვისტოში დავიწყებთ და სექტემბერში უკვე დასრულებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული პროექტის სკოლაში შეტანას. ამასთან, ეს იქნება წახალისება სპეციალისტებისთვის, რათა შექმნან ახალი ქართული პროდუქცია", - აღნიშნა შაშკინმა.