რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცახდებით, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არავინ დაუკანონებს. ამის შესახებ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ობამა-მედვედევის 24 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებიასს განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხი მუდმივად განიხილებოდეს რუსეთსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის, რადგან რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო არ აპირებს ცხინვალი და აფხაზეთი დაურეგისტრიროს მის ტერიტორიად ან ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. აქედან გამომდინარე, კი მოსკოვი, რაც მალე გაიყვანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავის ჯარსა და ტანკებს მით უკეთესი", - განაცხადა იაკობაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აშშ-ის მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცახდებების გაკეთება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს მხარს ღიად უჭერს. "ეს კი აფხაზეთში და ცხინვალის რეიგონში მუდმივ დისკომფორტს შეუქმნის, რაც დეოკუპაციის მისაღწევად მნიშვნლეოვანია", _ განაცხადა მინისტრმა.