რომის კატაკომბებში არქეოლოგებმა ოთხი მოციქულის პეტრეს, პავლეს, ანდრეისა და იოანეს უძველესი ხატები იპოვეს. შესაბამისი განცახდება იტალიელმა მეცნიერებმა გაავრცელეს.
ხატები მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ეს არის ყველაზე ძველი ამ მოციქულების ამ დრომდე აღმოჩენილი ხატებიდან.
აღმოჩენის ნახვის შესაძლებლობა ექსპერტებსა და ჟურნალისტებს წმინდა პავლეს ბაზილიკაში მისცეს.
წმინდა საყდრის ინფორმაციით, გასულ წელს იმავე ადგილას ნაპოვნი იქნა მოციქულ პავლეს გამოსახულებაც.