კვიპროსელმა არქეოლოგებმა ქალაქ იდალიონთან, რომელიც კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს აღმოაჩინეს ნანგრევები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებს განეკუთვნება.
ფინიკიური ციხე-სიმაგრე იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ კომპლექსისა, რომელიც უძველესი სასახლის ნაწილს წარმოადგენდა. ამ კომპლექსის არქეოლოგიური გათხრები 1991 წლიდან მიმდინარეობს. არექოლოგები მიიჩნევენ, რომ კომპლექსი, რომელი მათ აღმოაჩინეს განკუკთვნილი იყო თავდაცვის მიზნებისთვის, ხოლო სასახლე ქალაქის ადმინისტრაციულ და სამეურვეო ცენტრს წარმოადგენდა.
ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის სასაწყობო ფართები და ასევე იარაღის ფრაგმენტები. ნაპოვნია ფინიკიური წარწერები.
ქალაქი იდალიონი მეტწილად ცნობილია, როგორც ქალღმერთ აფროდიტეს თაყვანისცემის ცენტრი.