გახშირებული წვიმები გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ატმის ბაღები მთლიანად დატბორა. ამის შესახებ კახეთის საინფრმაცი ცენტრს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ზაქრო ღარიბაშვილმა აცნობა.
„ერთ ჰექტარზე მაქვს გაშენებული 380 ძირი ატამი და ალაზანმა მთლიანად დატბორა. ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული და იმასაც ვერ დავფარავ. წელს 15 ტონამდე ატამის მოსავალს ველოდებოდი, მაგრამ საერთოდ აღარაფერი დარჩა, მთელი მოსავალი წყალმა წაიღო. უკვე ერთი თვეა, რაც მებაღეებს ეს პრობლემა გვაწუხებს, დასახმარებლად რაიონის გამგეობას არაერთხელ მივმართე, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს" - აღნიშნა ზაქრო ღარიბაშვილმა.
ვაზისუბნის მაცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კახეთის გუბერნატორსაც მიმართეს. „გუბერნატორმა ასე გვითხრა, თქვენ რაიონში გამგებელი არ გყავთ, აქ რომ არ მოხვიდეთო?", - ამბობს ღარიბაშვილი.
აღნიშნულ პრობლემაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.