დღეს, 23 ივნისს, 70 დევნილ ოჯახს ჯვარში ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" UNHCR-იდან აცნობეს, აღნიშნული სახლები ნაწილია 285 საცხოვრებელი ერთეულისა, რომელიც აშენდება ან შეკეთდება დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 1 100 დევნილისათვის, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ცხოვრობენ, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 9.7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მეორე ფაზით არის გათვალისწინებული.
როგორც გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, თავშესაფრები მოსახლეობას საკუთარი სახლების დაბრუნებისა და ცხოვრების თავიდან აწყობის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ახალი სახლები აშენდა ასევე გალის რაიონში იმ დევნილებისთვის, რომლებიც დაბრუნდნენ სახლებში.
ღონისძიება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში იმართება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ - დანიის ლტოლვილთა საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, ჩარე Iნტერნატიონალ-ის და საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების ორგანიზაციის მეშვეობით.