დღეს, 23 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 165-ე საჯარო სკოლაში ღია სპორტულ მოედანს გახსნის.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მშენებლობა სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
მათი განცხადებით, ახალი სტადიონი სპორტის სამი სახეობის - ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის - კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა. ახალი სასწავლო წლიდან თბილისში 100-მდე ანალოგიური ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი მოეწყობა. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლას კეთლმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა ექნება.